ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შარშან, ინფლაციის მკვეთრი კლება შევძელით - გავიგე, რომ სადღაც შესაძლოა პროდუქტები უფრო იაფია, მაგრამ ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა

ჩემი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შარშან, ინფლაციის მკვეთრი კლება შევძელით - გავიგე, რომ სადღაც შესაძლოა [პროდუქტები] უფრო იაფია, მაგრამ ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით სპეციალური კამპანია იყო და შედეგად, შარშან, „ბოლოს ინფლაცია 2%-ზე, ანუ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა იყო ჩამოსული“.

„რაც შეეხება ფასების და ინფლაციის საკითხს. ჩემი პრემიერობის დროს, ჩემი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შევძელით შარშან, ინფლაციის მკვეთრი კლება. მაშინ, როდესაც ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია იყო და დიდი გამოწვევა იყო, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დავწიეთ ფასები. გახსოვთ მთელი კამპანია. ჯერ მარტო მედიკამენტებზე ფასებმა 40-60%-ით დაიწია და შედეგად 400 მლნ ლარის ეკონომია ნახა ხალხმა. ასევე, ფასები დავწიეთ სურსათზე, პროდუქტებზე. შარშან ამასთან დაკავშირებით მთელი კამპანია გვქონდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 2%-ზე, ანუ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა იყო ჩამოსული. გავიგე, რომ სადღაც შესაძლოა უფრო იაფია, მაგრამ ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, გაასაჯაროებს თუ არა მისი პრემიერობის დროს გაწეულს ხარჯებს, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა.

„რა ხარჯები? ყველაფერი არის გამჭვირვალე, არაფერი დამალული არაა და არც დაიმალება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება