ანა ბუჩუკური - ყველაზე მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში  „ქართული ოცნებაა“ - სირცხვილია, ხან ეკლესიას ამოეფარნენ, ხან ოჯახის ღირებულებებს, ნუ იმალებიან!

ყველაზე მთავარი პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. ჯამში რომ აიღოთ, როგორ პროპაგანდას ეწევა თავად „ოცნება“, რამდენჯერ ახსენებს ლგბტ-ს, რამდენჯერ ახსენებს ერთსქესიანთა ქორწინებას, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მმართველი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირი პროპაგანდა ცუდია, განსაკუთრებით ბავშვებით მიმართ განხორციელებული პროპაგანდა.

„ჩვენი გუნდის პოზიცია თქვენ იცით, პირველი, ყველა პროპაგანდა არის ცუდი. მეორე ის რომ, მით უფრო ბავშვების მიმართ განხორციელებული პროპაგანდა არის განსაკუთრებულად და კატეგორიულად მიუღებელი. ყველაზე მთავარი პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. ჯამში რომ აიღოთ, როგორ პროპაგანდას ეწევა თავად „ოცნება“, რამდენჯერ ახსენებს ლგბტ-ს, რამდენჯერ ახსენებს ერთსქესიანთა ქორწინებას, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი. წარმოადგინონ როგორ აპირებენ საკუთარი პროპაგანდისგან ბავშვების დაცვას, რატომ მალავენ ამ კანონპროექტს და მეორე, კიდევ უფრო სერიოზული თემა არის ის, რატომ გაახსენდათ ბავშვები ახლა?! სირცხვილია, ხან ეკლესიას ამოეფარნენ, ახლა ბავშვებს ამოეფარნენ, ხან ოჯახის ღირებულებებს ამოეფარნენ, ნუ იმალებიან! წარმოადგინონ პროექტი“,- განაც ხადა ანა ბუჩუკურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება