მამუკა მდინარაძე - რეკომენდაციაში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს, რაც ევროპაში არსადაა, იმას არ გავაკეთებთ - „ვეტინგზეც“ არ გავითვალისწინებთ მოწოდებას, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება

ჩვენ გვაქვს ჩვენი ახსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს, რაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის და მაინც რეკომენდაციაში წერია. რაც არსადაა ევროპაში, ამას ჩვენ უბრალოდ არ გავაკეთებთ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, იმიტომ, რომ საქართველოში ამას იყენებენ ბოროტი მიზნებისათვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილზე ერთ-ერთ ტელევიზიას მზად ჰქონდა დასაბულინგებელი კამპანია, რომლითაც უნდოდათ მისი გადაყენება და ცესკო-ს თავმჯდომარედ ხაზარაძის "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრის დანიშვნა. მდინარაძის თქმით, რეკომენდაციას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ხელს შეუწყობს, მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს.

„აღმოჩნდა, რომ თურმე დასაბულინგებელი ფეიკ-კამპანია ხაზარაძის ტელევიზიას გამზადებული ჰქონია და ისიც კი იკადრეს, რომ გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია, თავისი გარდაცვალების თარიღითაც კი გააყალბეს ხაზარაძის დავალებით, რაღაც რომ დაებრალებინათ. ხომ ვნახეთ ეს ყველაფერი, ხომ ხელის გულზე დევს. ამ ბულინგის კამპანიით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარე გადაეყენებინათ და შემდეგ ასევე ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო ცესკოს თავმჯდომარე. მარტივია, გაშიფრული სქემაა. ჩვენ ამის საშუალების მიმცემ რეკომენდაციას არ გავითვალისწინებთ”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე ისაუბრა ე.წ. "ვეტინგზეც" და განმარტა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში და უცხოელი ადამიანი კონკრეტულ საკითხებს ვერ გადაწყვეტს, შესაბამისად, ამ სისტემის შემოღებაზე მოწოდებებს "ქართული ოცნება" არ გაითვალისწინებს.

"ვეტინგთან"დაკავშირებითაც არ გავითვალისწინებთ არანაირ მოწოდებას, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ. ეს მიდგომა არ გადაიხედება და არც ერეთი უცხოელი ადამიანი საქართველოში არასდროს და ვერასდროს გადაწყვეტს რაღაც საკითხებს, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ კონკრეტულ მაგალითებს. ადეიშვილი და მისი მოადგილე ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყნებში "ვეტინგთან" დაკავშირებულ კომპეტენციებს და შესაბამისად, მართლა უხერხულია”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება