გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინელების მიერ კურსკის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

კურსკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელი, რომან სტაროვოიტი „ტელეგრამ“ არხზე იუწყება.

„დღეს უკრაინის მხრიდან დაბომბეს გლუშკოვსკის რაიონის სოფელი კულბაკი. ჭურვის პირდაპირი მოხვედრის შედეგად საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილობრივი მცხოვრები ქალი გარდაიცვალა, მისმა ქმარმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო“, - წერს რომან სტაროვოიტი.

გუბერნატორის ინფორმაციით, დაზარალდა კიდევ ერთი ოჯახი. გარდა ამისა, სოფლის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება