გრიგოლ გეგელია - თუ „ქართულ ოცნებას“ სურს, მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ ქალი ქალია, კაცი  კაცია, დედა დედაა, მამა  მამაა, წარმატებას ვუსურვებ სამარცხვინო ტრიუკებში - შედეგებს მოვიმკით შემოდგომაზე

თუ „ქართულ ოცნებას“ სურს მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ დედა დედაა და მამა მამაა, წარმატებას ვუსურვებ ამ სამარცხვინო ტრიუკებში - მოვითხოვთ, ეს კანონი ვენეციის კომისიაში იყოს გადაგზავნილი, ვენეციის კომისიამ გასცეს პასუხი ამ კანონის ავკარგიანობას, - ამის შესახებ „ლელოს“ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელია გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ ინიციატივას, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, ეს არის წინასაარჩევნო ხრიკი, რომელსაც საერთო არაფერი გააჩნია რეალურ ქართველი ხალხის საჭიროებებსა და პრობლემებთან.

„ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ტრიუკი რუსული ჰიბრიდული ომის ჟანრში. „ქართული ოცნება“ ამით უპირისპირდება საკუთარ ხალხს. ჩემი აზრით, ამ კანონის რეალური საჭიროება არ დგას, ასეთი საკითხები არ განიხილება. არ ვიცი, ვის ესაუბრება „ქართული ოცნება“. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, დედა დედაა და მამა მამაა, წარმატებას ვუსურვებ ამ სამარცხვინო ტრიუკებში. ჩვენ ამასობაში ვსაუბრობთ გაჭირვების დაძლევაზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, იმაზე, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ათასლარიან პენსიას სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ. შედეგებს მოვიმკით შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა უღირს, სამარცხვინო მანიპულატორებს ძალიან საკადრის პასუხს გასცემს. ყველა ზღვარს გადავიდა ტოტალური უვიცობა, კორუფცია და ცინიზმი, რასაც ჯამურად „ქართული ოცნება“ ჰქვია. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, ეს კანონი ვენეციის კომისიაში იყოს გადაგზავნილი, რადგან ევროპული კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ, დაე, ვენეციის კომისიამ გასცეს პასუხი ამ კანონის ავკარგიანობას“,-აღნიშნა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება