საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „ოპენჰაიმერმა“ მიიღო - ფილმმა 7 „ოსკარი“ მოიპოვა

„ოსკარის” 96-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად „ოპენჰაიმერი“ დასახელდა.

„ოპენჰაიმერმა“, რომელიც 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, შვიდი „ოსკარი“ მოიპოვა. კერძოდ, საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობის, მეორეხარისხოვანი როლის, კინომუსიკის, მონტაჟის და კინემატოგრაფიის ნომინაციებში გაიმარჯვა.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ „ოპენჰაიმერის“ რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა მიიღო.

ქალის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ემა სტოუნს გადაეცა ფილმისთვის „საბრალონი“ (Poor Things), საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი კილიან მერფი დასახელდა ფილმ „ოპენჰაიმერში“ შესრულებული როლისთვის.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ და'ვაინ ჯოი რენდოლფს გადაეცა, ფილმისთვის The Holdovers. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში კი რობერტ დაუნი უმცროსმა გაიმარჯვა ფილმისთვის, „საბრალონი“.

გასული წლის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა - „ბარბი“ „ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ჯილდო „შემოდგომის ანატომიას“ გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად უკრაინული ფილმი - „20 დღე მარიუპოლში“ - დასახელდა.

„ოსკარის“ რიგით 96-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება