ირაკლი კობახიძე - იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ხმა იკარგება, რაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას მოგვცემს

იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ხმა იკარგება, რაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტიის შექმნა, კარგ სურათს გვაძლევს“.

„პრინციპში, იქმნება რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტია, რაც გვაძლევს კარგ სურათს. საბოლოოდ, ჩვენი ამოცანაა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს პროცესები, რომლებიც ვითარდება, ვგულისხმობ, 2-3%-იანი პარტიების შექმნას, გვზრდის იმის შანსებს, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ტენდენცია არის კარგი, იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთ შემთხვევაში იკარგება მეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც ჩვენ მოგვცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება