ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შეტევას განახორციელებს - იცით, რა არის წითელი ხაზი? რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი რაფაჰში სამხედრო შეტევის განხორციელებაზე უარს არ იტყვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების მიუხედავად, რომელიც რაფაჰში შესვლას „წითელი ხაზის“ გადაკვეთად აფასებს.

„ჩვენ იქ წავალთ. არ ვაპირებთ ღაზას დატოვებას. მე მაქვს წითელი ხაზი და იცით, რა არის წითელი ხაზი? რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ოპერაცია ორ თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება, თუმცა ვადებზე დეტალურად არ უსაუბრია.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის შესახებ ჯო ბადენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება.

„არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობდა პრეზიდენტი, მაგრამ თუ ის ამით გულისხმობდა, რომ მე ვატარებ პირად პოლიტიკას ისრაელის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ და რომ ეს აზიანებს ისრაელის ინტერესებს, მაშინ ის ცდება ორივე თვალსაზრისით, "- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება