ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „გეოპლასტი“-ის დირექტორმა, კონსტანტინე საღარეიშვილმა მოაწერეს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარებისა და არსებული სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა, მაგისტრალური მილები და წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.

პროექტს სახელწმიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 13 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება