თეონა აქუბარდია - ორმაგი სტანდარტია, როდესაც უნგრეთის შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას" და გერმანიის შემთხვევაში უსამართლო ევროპის ნარატივს ვისმენთ

დღევანდელი სამთავრობო რიტორიკა იყო ორმაგი დარტყმის შინაარსის მქონე ერთი მხრივ უკრაინის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, ევროკავშირის მიმართ - ორმაგი სტანდარტია, როდესაც უნგრეთის შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ ჰქონია "ქართულ ოცნებას" და გერმანიის შემთხვევაში უსამართლო ევროპის ნარატივს ვისმენთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" თითი თითზე არ დაუდია იმისთვის, რომ ზურაბ ადეიშვილი კვლავ ინტერპოლით ძებნილი ყოფილიყო 2015 წლიდან.

როგორც, აქუბარდია აღნიშნავს, "ქართული ოცნება" ანტიდასავლურ რიტორიკას აგრძელებს.

"დღევანდელი სამთავრობო რიტორიკა იყო ორმაგი დარტყმის შინაარსის მქონე ერთი მხრივ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არის ომში საერთო მტერთან, მეორეს მხრივ, ევროკავშირის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" თითი თითზე არ დაუდია იმისთვის, რომ ზურაბ ადეიშვილი კვლავ ინტერპოლით ძებნილი ყოფილიყო 2015 წლიდან და სასამართლო რეფორმა განეხორციელებინა იმგვარად, რასაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს. შესაბამისად, ორმაგი სტანდარტია ის, როდესაც უნგრეთის შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ ჰქონია "ქართულ ოცნებას" და გერმანიის შემთხვევაში უსამართლო ევროპის ნარატივს ვისმენთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ "ქართული ოცნება" აგრძელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას," - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება