აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-მსვლელობას ბათუმის ბულვარში თვითნებურად დასაქმებულები მართავენ

„ხელისუფლებავ, ნუ გვემალები, შეგხვდი და მოგვისმინე", - ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აქცია - მსვლელობას ბათუმის ბულვარში თვითნებურად დასაქმებულები მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ბულვარში საქმიანობისთვის, აუქციონის წესი გარეშე ტერიტორიის პირდაპირ გადაეცეთ.

აქციის მონაწილეების თქმით, საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით რიგი ორგანიზაციული საკითხების განხილვას თავს არიდებენ ხელისუფლების შესაბამის რგოლები. მათი თქმით, თვითნებურად დასაქმებულებმა არაერთხელ მიმართეს თორნიკე რიჟვაძეს, ჯაბა ფუტკარაძეს, არჩილ ჩიქოვანს, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

„მეწარმეები ვართ, სხვადასხვა პრობლემებია. გასულ წელს ტურისტული სეზონი ჩავარდა. ბულვარში წლებია ვსაქმიანობთ, ვიხდით გადასახადებს. გასულ წელს რა თანხებიც გადავიხადეთ, ვერ ამოვიღეთ. მოიჯარეები დაბალი ფასებს ვითხოვთ.

ბულვარში აუქციონის გარეშე ტერიტორიების გადაცემას ვითხოვთ. ნოემბრის თვიდან მთავრობასთან მოვდივართ, პირობას ვერ გვაძლევენ. თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ვითხოვთ. აუქციონები ასტრონომიულ ფასზე ავიდა, ზარალი ვნახეთ. შტორმმა დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა. გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები, არის პრეცედენტი, რომ ბულვარში რიგ პირებს პირდაპირი წესით აქვთ გადაცემული”,- აცხადებენ შეკრებილები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება