ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოში მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დაიწყო, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმიურად ახორციელებს.

აღნიშნულ ფორმატში მისიის წევრები ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება.

ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები.

“როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები მდგრადობას ადასტურებს და ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებლებს.

რეფორმებისა და კაპიტალური პროექტების მხარდაჭერის პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდისათვის ანალიზის, პროგნოზირებისა და დაგეგმვის ინსტრუმენტების შემდგომი სრულყოფის მიზნით.

აღინიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების მნიშვნელობა და როლი, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვით დაგეგმილი რეფორმების მიმართულებით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება