13 მარტს აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება

13 მარტს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება.

იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გამოსაცდელები შეიტყობენ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ რეგისტრაციის დროს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას, აგრეთვე, რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება.

ონლაინ ღია კარის დღეები მომავალშიც ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება