ანგარიში - საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის რაოდენობა და დაფინანსების წესი პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს და ლოდინის დროს ახანგრძლივებს

საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის რაოდენობა და დაფინანსების წესი პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს და ლოდინის დროს ახანგრძლივებს. ამასთან, ფსიქიატრიულ საწოლებს ის პაციენტები იკავებენ, რომელთა გაწერაც ვერ ხერხდება არა კლინიკური მდგომარეობის, არამედ ალტერნატიული საცხოვრებლის არქონის გამო - ოჯახის წევრები ხშირად პაციენტთა მიღებაზე უარს აცხადებენ, - ასეთია მოკვლევის შედეგი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა დადო.

მოკვლევა 2023 წლის ივნისში დაიწყო, დეკემბერში დასრულდა - დასკვნითი დოკუმენტი კი დღეს გახდა ცნობილი.

მოკვლევის პროცესში მონაწილეობდნენ და მოკვლევის საკითხზე დასაბუთებულ პოზიციებს წარადგენდნენ: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების პროვაიდერები, სფეროს ექსპერტები, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტთა აღმასრულებელი ორგანოები, ჯანდაცვის სამინისტროა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მომხმარებლები.

თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, თვალსაჩინოა საწოლფონდის პრობლემა. გამოკითხული პირები აღნიშნავენ, რომ ამჟამად ქვეყანაში ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემას თანამედროვე ტიპის ფსიქიატრიული კლინიკების, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებისა და ზოგადი პროფილის საავადმყოფოების ფსიქიატრიულ განყოფილებათა სიმცირე ქმნის.

ამ ეტაპზე საქართველოში ფუნქციონირებს 11 სტაციონარული დაწესებულება მოზრდილთათვის და 2 დაწესებულება - მოზარდებისა და ბავშვებისთვის.

საწოლფონდის რესურსს ამცირებს პაციენტთა რიცხვის დინამიკაში ზრდა პენიტენციური სისტემიდან გადმოყვანილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების გამო.

„გასვლითი ვიზიტისას გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იძულებით მკურნალობაზე მყოფმა პაციენტებმა საწოლების მნიშვნელოვანი წილი დაიკავეს.

ასეთია საწოლფონდის რაოდენობა 2020-2023 წლებში: 2023 წელი - 1 328; 2022 წელი - 1215; 2021 წელი - 1205; 2020 – 1 495.

2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, საწოლფონდის საერთო რაოდენობიდან 485-ს სასამართლო ფსიქიატრიის პაციენტები იკავებდნენ.

საწოლფონდის პრობლემას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტთა ნაწილი, საკუთარ თემსა და ოჯახში მიმღებლობის პრობლემათა გამო კლინიკას ვერ ტოვებს. შესაბამისი საცხოვრისისა და ზრუნვის სერვისის შეთავაზება მათ მდგომარეობას საგრძნობლად შეამსუბუქებდა და საწოლებსაც გამოათავისუფლებდა“, - ვკითხულობთ პარლამენტის თემატური ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნით დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტთა ნაწილში სტაციონარული მომსახურება საერთოდ არ გვხვდება, ხოლო იქ, სადაც მომხმარებლებს მსგავსი ტიპის სერვისს სთავაზობენ, საწოლფონდის პრობლემა არსებობს. გარკვეულ რეგიონებში საწოლფონდი ზრდის ტენდენციას ამჟღავნებს, თუმცა სერვისის პროვაიდერები გაზრდილ მიმართვიანობას ვერ აკმაყოფილებენ.

“უნდა აღინიშნოს, რომ სტაციონარული საწოლები არ გვხვდება გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და სამცხე ჯავახეთში“, - წერია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ საწოლფონდის პრობლემა დაფინანსების მეთოდოლოგიასთან კავშირში განიხილება. ექსპერტთა მითითებით, სტაციონარში ადგილების გადატვირთვას ხელს უწყობს ის, რომ სერვისის მიმწოდებლები მაქსიმალურად ტვირთავენ კლინიკებს (საწოლდღეების სრულად ათვისებით) სრული დაფინანსების ასაღებად. ასეთ გარემოებებში სტაციონარები სულ გადატვირთულია.

“საწოლფონდისთვის ბიუჯეტის გაზრდა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს - მნიშვნელოვანია, აქცენტი დაფინანსების მეთოდოლოგიის შეცვლაზე გაკეთდეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება