ნიკა მელია - დღეს თუ რამე არის დასამარცხებელი, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა, დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა - დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია

გადაწყვეტილება არის თქვენზე. ჩვენ გვჭირდება ახალი საქართველო, -ამის შესახებ "მთავარი არხის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ მისი და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდის წარდგენამდე განაცხადა.

ამასთან, როგორც თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, მათი ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობა 3 თვე მიმდინარეობდა.

"ვიცი, რომ ათიათასობით ძალიან აქტიური ამომრჩეველი, სხვადასხვა გემოვნების, დღემდე ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. შესაძლებელია, ეს ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადია მათთვისაც, თუ რა იქნება გამოცხადებული, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ცნობილი, ბუნებრივია, მათ ეს მოლოდინი აქვთ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენ გვიკარნახა, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ დრომდე იყო რთული გზა, რომელიც გამოვიარეთ. 3 თვე მიმდინარეობდა საუბრები, მოლაპარაკებები. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა ერთობა, ადამიანური ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა ისედაც გვქონდა და გვექნებოდა, უბრალოდ, გამოვდიოდით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი ორი გუნდის გაერთიანებას ექნებოდა ენერგია და ოქროს გასაღები მძიმე ფონის, ნიჰილიზმის გარღვევაში. დღეს თუ რამე არის დასამარცხებელი, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა. დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა. დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელი არის. არ არის აუცილებელი ფული, რომ მანკიერება დაამარცხო. მჯერა, რომ ჩვენ ამის გვჯერა. მიხარია, რომ დღევანდელი დღე დადგა", - განაცხადა მელიამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!