გიორგი ვაშაძე - მაინტერესებს ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან პასუხი, რა შექმენით ისეთი, რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები?

მაინტერესებს ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან პასუხი, რა შექმენით ისეთი, რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები? ადამიანების შემოსავლები იკლებს და დანახარჯები იმატებს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები რეალობას მოწყვეტილები არიან.

„მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო, როგორ შეგიძლია, რომ კმაყოფილი იყო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით? როგორ არ გრცხვენია და საუბრობ, რომ ყველაფერი კარგად არის თურმე ქვეყანაში, რომ ეკონომიკა ყვავის. ხომ არ ფიქრობ, რომ ბოლომდე მოწყვეტილი ხარ რეალობას? ირაკლი კობახიძე და ივანიშვილის პარტიას მინდა დავუსვა კითხვა. თუ ეკონომიკა კარგად არის, მაშინ ხალხი ქვეყნიდან რატომ გარბის? რატომ წავიდა 800 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ქვეყნიდან? რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი ფასები მთელს რეგიონში: სომხეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთზე? ნებისმიერ ქვეყანაზე ძვირი ფასები რატომ არის? რატომ შიმშილობენ ბავშვები სკოლებში? კითხვას გისვამთ, რატომ უწევს პენსიონერს არჩევანის გაკეთება წამალსა და საკვებს შორის? ამ კითხვებზე რატომ არ სცემთ პასუხს? რატომ ხართ ორიენტირებულები მხოლოდ სიცრუეზე, სიყალბეზე? მოწყვეტილი ხართ აბსოლუტურად რეალობას.

მაინტერესებს ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან პასუხი, რა შექმენით ისეთი? რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები? რომ ადამიანების შემოსავლები იკლებს და დანახარჯები იმატებს. იმ მაფიოზური „კლანის“ ბრალი ხომ არ არის მონოპოლიების სახით, რომელიც ააგეთ და ეს ფული ჯიბით-ჯიბეში, რომ მიგაქვთ? ამ კითხვებს თქვენ პასუხი გაეცით. როგორ შეგიძლიათ, რომ ხალხს უბრალოდ დასცინოთ. ირაკლი კობახიძეს ვეუბნები, თურმე ბაზარში სიარული ყოფილა სირცხვილი და ფასების გარკვევა ყოფილა თურმე სირცხვილი. როდემდე უნდა იყოთ აცდენილი რეალობას? ერთხელ მაინც ხომ უნდა გაიაზროთ და გაითვალისწინოთ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ქვეყანაში. არის კითხვები, რომელიც აქვს ხალხს თქვენთან და ამ კითხვებს პასუხი გაეცით. იმ ივანიშვილსაც მივმართავ დამალული რომ არის ახლა. გეკითხები - შენ რომ მდიდრდები ხალხი რატომ ღარიბდება? ფასები ასეთი ძვირი რატომ არის ქვეყანაში? როდემდე უნდა ძარცვოთ ეს ქვეყანა? როდემდე უნდა იყოთ აცდენილი აბსოლუტურად რეალობას? აი, ამ კითხვებზე გაეცით პასუხი! ეს კმაყოფილება, რომელიც თქვენ სახეზე გაქვთ, ეგ კმაყოფილება ქართულ საზოგადოებაში სამწუხაროდ არ არის, იმიტომ, რომ ადამიანებს უმუშევრობის, ფასების ზრდის, შემოსავლების შემცირების გამო ყოველდღიურად უწევთ ქვეყნის დატოვება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს