ანა წითლიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შევიმუშავეთ დეინსტიტუციონალიზაციის მთავარი გამოწვევები, თუ როგორ უნდა მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში

საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე განიცდის დეპრესიას, დაღლილობას, შფოთვას, რასაც იწვევს მძიმე სოციალური ეკონომიკური პირობები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შევიმუშავეთ დეინსტიტუციონალიზაციის მთავარი გამოწვევები, თუ როგორ უნდა მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები ვერ ახერხებენ უბრალოდ თვიდან თვემდე იცხოვრონ და საკუთარი შვილები გამოკვებონ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში დღეს წარმოადგინა თემატური მოკვლევა თემაზე - ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ამ კვლევების მიხედვით საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე განიცდის დეპრესიას, დაღლილობას, შფოთვას, რაც რეალურად არის ძალიან საგანგაშო ციფრი, მძიმე სოციალური ეკონომიკური პირობები, ის, რომ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ამ ქვეყანაში. ის, რომ მათ შორის ზრდა არის ფასებზე და ადამიანები ვერ ახერხებენ უბრალოდ თვიდან თვემდე იცხოვრონ და საკუთარი შვილები გამოკვებონ, რეალურად აისახება მათ მენტალურ მდგომარეობაზე და საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ განიცდის დეპრესიას, ფსიქიკურ აშლილობას, გაღიზიანებას. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ დეინსტიტუციონალიზაციის მთავარი გამოწვევები, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი ხედვა როგორ უნდა მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა დღეს პრეზენტაცია,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება