მამუკა მდინარაძე მელია-გვარამიაზე - „ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია - ესენი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასეა, ვერ წარმოიდგინეს, რომ „ნაცის“ „განნაცება“ არის ურთულესი ფსიქო მოვლენა

„ნაცი“ „ნაცია", კაცი კაცია და ქალი ქალია. ესენი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასეა, ვერ წარმოიდგინეს, რომ "ნაცის" "განნაცება" არის ურთულესი ფსიქო მოვლენა. ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ობიექტები საქართველოში არ ცხოვრობენ, რომ "ნაცი" "არანაცად" მიიღონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებაში ვითომ განდგომილ "ნაცებს" არ დაუშვებენ.

"მათი მიზანია "ნაცი" ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის მიზანია - არც ერთი "ნაცი" ხელისუფლებაში. მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის არევა, მეორე ფრონტი, ქაოსი და სხვა ქვეყნიდან მიღებული დავალებების შესრულება. აგენტების მიზანი ზოგადად ეს არის. აქედან, გამომდინარე, ქართველები ამას არ დავუშვებთ. გამორიცხულია. საქართველოს მოქალაქეები ამას არ დაუშვებენ. რაც არ უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში, არც ვითომ განდგომილ "ნაცს"," - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება