მამუკა მდინარაძე - ტრუსკავეცი, რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია, ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოწოდებული ინფორმაცია იყო

ტრუსკავეცი, რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია, ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან (არ დავაკონკრეტებ, ამის დროც მოვა) მოწოდებული ინფორმაცია იყო - გვამშვიდებდნენ, ეს კაცი არაფერს აპირებს, აქ არის და ტრუსკავეცში რამდენიმე დღეა ნომრიდან არ გამოსულაო, მეორე დღეს ბოდიშები ვიხადე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის დროს საკუთარი განცხადება, რომ სააკაშვილი არა ბათუმში არამედ უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იყო.

მდინარაძის თქმით, უკრაინასთან საქართველოს ცალმხრივი მეგობრობა აქვს.

“ეს ცალმხრივი მეგობრობა ცოტა უცნაურია. დღეს მომეცა საშუალება, ვთქვა, რომ მაგალითად, ტრუსკავეციც, რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია. ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან (არ დავაკონკრეტებ, ამის დროც მოვა) მოწოდებული ინფორმაცია იყო. გვამშვიდებდნენ, ეს კაცი არაფერს აპირებს, აქ არის და ტრუსკავეცში რამდენიმე დღეა ნომრიდან არ გამოსულაო. მეორე დღეს ბოდიშები ვიხადე.

იქ არის ლორთქიფანიძე და სხვა ადამიანები, რომლებიც არათუ ასეთ ინფორმაციას გვაწვდიან, არამედ წინაურდებიან სააკაშვილის ამ ინციდენტის შემდეგ. განუბაჟებლად შემოაპარეს საქართველოში და ამის შემდეგ დაწინაურდნენ. შესაბამისად, მიიღონ ჩვენი გულწრფელი საყვედური ამასთან დაკავშირებით, გადმოგვცენ სისხლის სამართლის დამნაშავეები. თუ რაიმე პლატფორმა არსებობს, ისედაც მხარს ვუჭერთ მათ, უდიდეს პოლიტიკურ რისკზეც წავედით, რომ ჰააგასთან მიმართებით შევუერთდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას. ამ ფონზე, როდესაც 600-ზე მეტ დოკუმენტს ვართ შეერთებული, მათგან რას ვხედავთ - იმ ნარატივებში ჩაბმას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებენ სხვადასხვა ადამიანები ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება, სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ამასობაში ჩვენ რაღაც ეტაპზე სიმართლე უნდა ვთქვათ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო