ნიკა მელია - დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც მომავალი გვაერთიანებს - მომავალია ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება, სიახლეა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება

დღეს ჩვენ ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც, პირველ რიგში, გვაერთიანებს მომავალი. მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი, ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ პრეზენტაციაზე, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ მომავალია ის, რაც სჭირდება ქვეყანას, როგორც ახალი, ისე უფროსი თაობის წარმომადგენლებს. მელია დარწმუნებულია, რომ პარტია „ახალი“ შეძლებს ნიჰილიზმის დამარცხებას.

„რთული იყო ეს გზა და ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ის ტყუილის თქმის უფლებას არ მომცემს. 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, თუ არა?! და ვიხელმძღვანელეთ, პირველ რიგში, ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით. შემთხვევით არ ვსაუბრობთ ბევრს მომავალზე, ვინაიდან მომავალი არის ის, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ მე მსურს ვისაუბრო გაცილებით მეტი იმ საინტერესო საკითხებზე, რასაც ჰქვია ხალხის ინტერესი და აქედან მინდა ამოვიდე. გამარჯვების რწმენა, შესაძლოა, დღეს ბევრს აკლია, არა მხოლოდ ამომრჩევლებს და ხალხს, არამედ, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობაში, მაგრამ, ერთობა, მე დარწმუნებული ვარ, მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეტანას ყველა ოჯახში, ქალაქში და დაბაში. ეს ის არის, რაც სჭირდება ჩვენს მომავალს და შესაბამისად, მომავალი არის ჩვენს ხელთ, საკუთარი ბედის მჭედლები ვართ ჩვენ“, - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება