ნიკა მელია - ხალხს, პრაქტიკულად, მოვწყდით და მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ - ნომერი 4 და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართული პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს

დღეს, პოლიტიკაში შეიკრა მანკიერი წრე. ამ მანკიერმა წრემ ჩაკეტა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი - უფრო მძიმე გვერდითი ეფექტია სახეზე, როდესაც ხალხს, პრაქტიკულად, მოვწყდით და მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ. დღევანდელი დღე იქნება ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და ნომერი 4 და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართული პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს, - ამის შესახებ ნიკა მელიამ მისი და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდი „თუ კი რამით უნდა იყოს გამორჩეული, ეს უნდა იყოს მომავლის მიღწევები“.

„სამწუხაროდ, დღეს, პოლიტიკაში შეიკრა მანკიერი წრე. ამ მანკიერმა წრემ ჩაკეტა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ურთიერთბრალდებები, ურთიერთუნდობლობა. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მძიმე გვერდითი ეფექტია სახეზე, როდესაც ხალხს, პრაქტიკულად, მოვწყდით და მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე იქნება ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და ნომერი 4 და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართული პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს. აქ არავინ არავის გვერდით არ დგას, ერთმანეთს ვუდგავართ გვერდით და მჯერა, რომ ყველაზე რთულ კომპლექსურ პრობლემას ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი. ეს მარტივი გამოსავალი დღეს ჩვენ ვიპოვეთ. ეს მარტივი გამოსავალი სულ ცოტა ხანში გადაიქცევა იმედად, მომავლის იმედად და გამარჯვების რწმენად. ჩვენ უნდა დავიჯეროთ ჩვენ თვითონ, საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, რომ გამარჯვება იქნება ხელის გაწვდენის მანძილზე. ამის შემდეგ მომავლის იმედი გადავცეთ და გავუწილადოთ სხვებს. ეს ჩვენ შეგვიძლია, გაგვიკეთებია არაერთხელ და სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ძალიან ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის. ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო, მაგრამ სრული სწორება მომავალზე და არა 24 საათი წარსულზე. მიმაჩნია, რომ არის ერთ-ერთი გამოსავალი. არ ვაკეთებთ წარსულზე შეფასებებს, გვაინტერესებ მომავლის მიღწევები. თუ კი რამით უნდა იყოს ეს გუნდი გამორჩეული, უნდა იყოს მომავლის მიღწევებით. მჯერა, რომ ასობით ათასი ამომრჩეველი ამ ჩვენს შრომას, გულწრფელ ახლებურ დამოკიდებულებას დაინახავს ხელშესახებად და [საპარლამენტო არჩევნებზე] 26 ოქტომბერს, ნომერი 4 შემოიხაზება ასობით ათასი ამომრჩევლის მიერ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება