Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი დიზაინში - რეგისტრაცია დაიწყო!

Adobe-ის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უკვე დაიწყო. თუ ხარ 13-იდან 23 წლამდე და გრაფიკული დიზაინი შენი გატაცებაა, არ გამოტოვო შესაძლებლობა მიიღო საერთაშორისო საკონკურსო გამოცდილება, განაცხადების მიღება უკვე დაიწყო - გაიარე რეგისტრაცია.

ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი Adobe-ის სერტიფიცირების პროცესს მოიცავს. IT აკადემია STEP-ში შენ გაივლი წინასაგამოცდო მასტერკლასებს, რაც გამოცდის მარტივად და წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარება.

Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, ამჯერად კალიფორნიაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდა დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ. საქართველოში, რეგიონული ჩემპიონატი კი 2024 წლის 17 მაისს IT აკადემია STEP-ში გაიმართება.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს და Adobe Illustrator-ს.

მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით:

  • I ადგილი - 8000 აშშ დოლარი
  • II ადგილი 4000 აშშ დოლარი
  • III ადგილი 2000 აშშ დოლარი

შეგახსენებთ, რომ Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს გუნდი, IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით, უკვე მეორედ მონაწილეობს. გასულ წელს, გუნდი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გრაფიკა-დიზაინის გლობალურ შეჯიბრზე, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებსაიტს champion.ge

ღონისძიების ტექნოლოგიური პარტნიორი - Lenovo

ღონისძიების მხარდამჭერები - აშშ-ის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია - ACAG, UN Woman, ProductTank Tbilisi, ახალგაზრდობის სააგენტო

მედია მხარდაჭერა - MARKETER.GE, BM.GE, AMBEBI.GE, IPN.GE, BPN.GE, INTERMEDIA.GE, KVIRISPALITRA.GE, MSHOBLEBI.GE, საზოგადოებრივი მაუწყებელი, PALITRA NEWS, RADIO PALITRA, TV IMEDI, RUSTAVI 2

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს