ნიკა მელია - მჯერა, რომ „ახალი“ გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ ამაში - ერთად ჩვენ შევცვლით და ეს ისევე მარტივია, როგორც 2X2 არის 4

მჯერა, რომ „ახალი“ გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ ამაში. ერთად ჩვენ შევცვლით და ეს ისევე მარტივია, როგორც 2X2 არის 4, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ პარტია „ახალზე“ საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პარტია „ახალს“ აქვს გამბედაობა და კომპეტენცია დაეხმაროს ქვეყანას ყველა სირთულის დაძლევაში.

„ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველა სირთულეს დავძლევთ ერთად და დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას ყველა სირთულის დაძლევაში, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ვართ გამბედავები, პრინციპულები კომპეტენტურები და რაც მთავარია, ჩვენ გვჯერა, ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ ამას გავაკეთებთ აუცილებლად, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, ყველამ ვიცით ჩვენი კომპეტენციების, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ფარგლებში. აქ გვყავს ხალხი, რომლებმაც ადგილებზე დაამარცხა სისტემა, გლდანში, ბათუმში, ჭიათურაში, ბევრგან... ამაში არაფერია შეუძლებელი, მთავარია რწმენა, გამბედაობა, ცოდნა, ჩვენ ეს გვაქვს და ჩვენ შევცვლით. მე მჯერა, რომ „ახალი“ გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ ამაში. ერთად ჩვენ შევცვლით და ეს ისევე მარტივია, როგორც 2X2 არის 4”,- განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, როგორც პარტია „ახალზე“ საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა მელიამ აღნიშნა, იქ სადაც არის დიდი სურვილი, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.

„მჯერა, რომ სულ რაღაც 8 თვეში ეს გამოსავალი იქნება ხორცშესხმული და გამარჯვება იქნება დაწერილი, გამარჯვება უკეთესი მომავლისთვის და არა ჩვენთვის. მე არათუ მჯერა, თითქოს, უკვე ნანახი მაქვს ის, რაც უნდა მოხდეს, იმდენად მჯერა. მჯერა, რომ როგორც 2 X 2 არის 4 ასე ვარ დარწმუნებული ამაშიც“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება