მამუკა მდინარაძე „ვეტინგზე“ – „ნაცები“ და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდებენ ხელში

თქვენ გვთავაზობთ, რომ გავიზიაროთ ალბანეთის მაგალითი, რომელიც დაახლოებით 40 პუნქტით უკან არის სასამართლოსთან დაკავშირებული შეფასებით მსოფლიო რეიტინგებში. თქვენ გვთავაზობთ, რომ გავხდეთ უფრო ცუდები, ამ რეფორმამ ალბანეთს მოუტანა ის, რომ ჩამოგვრჩება რამდენიმე ათეული პუნქტით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. "ვეტინგის" თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას "ვეტინგის" სისტემის შემოღება არა კეთილსინდისიერებისთვის, არამედ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გასაწმენდად სურს, საბოლოო მიზანი კი სასამართლოების "ნაცი" მოსამართლეებით დაკომპლექტებაა, რაც მდინარაძის განცხადებით, ხალხის არჩევანის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდების გზაა.

„გვთავაზობთ, რომ გადავიღოთ ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინის მაგალითები, რომლებიც ჩვენ ჩამოგვრჩებიან. რაღაცაში უფრო წინ ვართ და თქვენ გვეუბნებით, ვინც უკან არის, მივბაძოთ იმას - რანაირი მიდგომაა ეს?! ამ დროს, გამოდის, კეთილსინდისიერებაზე კი არ არის საუბარი, მართლაც წმენდაზეა ლაპარაკი, რომ უნდა გაწმინდონ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან და დასვან "ნაცი" მოსამართლეები. საბოლოო მიზანი ეს არის. ნაცები და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში. ეს არის გზა იმისაკენ, რომ ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. ამის უფლებას და საშუალებას არ ვაძლევთ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს