დავით მათიკაშვილი - „არტარეადან“ ვისმენთ  „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას - კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია

„არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია.

„ლელო“- ხაზარაძე, ასევე არის კლონი, როგორც სააკაშვილმა უწოდა ამ ე.წ. პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მისი „არტარეა“ - ფსევდოლიბერალური ინტელიგენციის ჩამოყალიბების მცდელობა, სადაც ის პირდაპირ ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებებს. კარგად გახსოვთ, როგორ ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ინტელიგენციას, როგორ ეძახდა ჩარეცხილებს ყველას, ვისაც ეროვნული და პატრიოტული კუთხით განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩვენს რეალობაში, როგორ ცდილობდა მათ გაშავებას. დღეს „არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია სწორედ ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის“. აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებას, დავით მათიკაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ორი გამორჩეული სახე ვერანაირი ახალი 4 თუ 16 ნომრით ვერ შეძლებს იმ წარსულის და დღევანდელობის გადაფარვას, რასაც მათი „ნაცობა“ და „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირი კავშირი ქვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს