შალვა თადუმაძე ე.წ. ვეტინგის სისტემაზე - ვინ აპირებს ჩემს შემოწმებას - ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები?

ვინ აპირებს ჩემს შემოწმებას - ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები? - ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე შალვა თადუმაძე ინიციატივას, რომლის მიხედვით, ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვით მოსამართლეთა კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს.

როგორც შალვა თადუმაძე აცხადებს, „ვეტინგი“ მის მიერ მიღებული ათასობით გადაწყვეტილებაა, რომელიც სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე საჯაროდ ქვეყნდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია.

„პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსევდო ექსპერტები თუკი წაიკითხავენ, ნათლად დაინახავენ ვადის დაურღვევლად, მაღალი დასაბუთების ხარისხით მიღებულ ჩემს გადაწყვეტილებებში კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ მიდგომებს.

რაც შეეხება ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობას, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაქვს 23 წლიანი, უწყვეტი იურიდიული პრაქტიკა. აქედან, 12 წელი, კერძო სექტორში ვმუშაობდი და მიჩნეული ვიყავი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადვოკატად; ხოლო, ბოლო 11 წლის განმავლობაში, დღემდე, სახელმწიფო სამსახურში, ვმუშაობ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე.

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, ყოველწლიურად ხორციელდება ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებრივი დეკლარაციის სრულყოფილი მონიტორინგი და დღემდე, არსებითი დარღვევა შესაბამის სამსახურს ჩემს დეკლარაციაში არ აღმოუჩენია“, - აცხადებს შალვა თადუმაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება