ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი  ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგების გაერთიანების ინიციატივით გამოდის

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგების გაერთიანების რეკომენდაციით გამოდის.

მოკვლევის ჯგუფის შეფასებით, ამ ორი დარგის გაერთიანება მიზანშეწონილია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა მდგომარეობის ეფექტიანად მართვისთვის.

გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა კონტაქტის პრობლემას ქმნის, არის ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის სფეროების და შესაბამისად, მათთან დაკავშირებული მკურნალობის მეთოდების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

“მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულმა წერილობითმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაახლოებით 30 წელია, ქვეყანაში ფსიქიატრია და ნარკოლოგია ხელოვნურად ორ დარგად არის გამიჯნული. ეს მოცემულობა საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება და მხოლოდ საქართველოსა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია დამკვიდრებული.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სერტიფიცირებულ ფსიქიატრებს არ აქვთ უფლება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარებით გამოწვეულ ფსიქოზურ თუ სხვა ფსიქიკურ აშლილობებს უმკურნალონ, ხოლო ნარკოლოგებს არ აქვთ უფლება, არანებაყოფლობით უმკურნალონ ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს. შესაბამისად, ასეთი პაციენტები მომსახურების გარეშე რჩებიან, მათი ქცევა კი უმეტესად რისკის შემცველია, როგორც თავად პაციენტისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

სერვისპროვაიდერებმა ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის დარგების გამიჯვნით გამოწვეულ პრობლემაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტის არსებობა ჯანდაცვის სისტემას გამოწვევას უქმნის: - ერთი მხრივ, პრობლემაა პაციენტის მიღება ორმაგი დიაგნოზის მიხედვით; მეორე მხრივ კი, ვერ ხერხდება მკურნალობის ერთიანი სქემით წარმართვა და პაციენტები ხშირად რომელიმე სერვისის არჩევანის წინაშე დგანან“, - ნათქვამია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო