ენტონი ბლინკენი ჰაიტის კრიზისთან დაკავშირებით კარიბის გაერთიანების შეხვედრას დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჰაიტიში შექმნილი კრიზისის შესახებ გასამართ კარიბის გაერთიანების შეხვედრას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი ჰაიტიში პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემის შესახებ კარიბის გაერთიანებისა და ჰაიტის ოფიციალური პირების მიერ შემუშავებულ გეგმას და წესრიგის აღდგენის მიზნით ჰაიტიში უსაფრთხოების მრავალეროვნული მისიის განთავსების საკითხს განიხილავს.

ასევე, იამაიკაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იამაიკის პრემიერ-მინისტრს, ენდრიუ ჰოლნესს შეხვდება.

შეგახსენებთ, ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს და დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს.

შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, ჯიმი შერიზიე ჰაიტის პრემიერ-მინისტრის, არიელ ჰენრის გადადგომას ითხოვს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება