მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით 2022 წელს მიღებული კანონის ეფექტიანი აღსრულების საჭიროებაზე ისაუბრა.

,,დარწმუნებული ვარ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება სიღრმისეული მსჯელობა გაიმართოს იმ საკითხზე, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტის დანერგვას საქართველოში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში ევროპული სტანდარტებისა და წესების დანერგვის მნიშვნელობაზე და საქართველოს კანონმდებლობის თანხვედრაზე ევროკავშირის რეგულაციებთან. ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკ-ის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს