რუსეთის დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას ითვალისწინებს

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკიდან გამოსვლას და უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ ავრცელებს.

კანონპროექტის ავტორები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კონსტანტინე ზატულინი და რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი სერგეი ცეკოვი არიან. მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსი დეპუტატების აზრით, ყირიმის გადაცემა „არალეგალურად“ უნდა იქნას აღიარებული, რათა „უკრაინის ხელისუფლებას პროპაგანდის ხელიდან ის საფუძველი გამოეცალოს, რომლითაც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შესახებ საუბრობს“.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ 1954 წლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა „უკრაინის მოკავშირეებს ყირიმის დაბრუნების შესახებ კიევის პრეტენზიების მხარდაჭერას გაურთულებს“.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის