ОДКБ-ის გენერალური მდივანი - ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება არ მიგვიღია

ერევანი ბოლო დროს არ მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამდივნოს მუშაობაში, მაგრამ ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, - ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იმანგალი ტასმაგამბეტოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ერევანს ბოლო დროს ნამდვილად არ მიუღია მონაწილეობა ОДКБ -ის სამდივნოს მუშაობაში. ეს არის სომხეთის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე და ჩვენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, პატივს ვცემთ სუვერენული სახელმწიფოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის საქმიანობა სრულად გრძელდება. სამდივნო რეგულარულად აწვდის ინფორმაციას ერევნის შესაბამის სტრუქტურებს მისაღები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, აღვნიშნავ, რომ სამდივნოს ერევნიდან არ მიუღია ოფიციალური განცხადება ორგანიზაციაში წევრობის შეჩერების შესახებ“, - აღნიშნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა. მისი თქმით, ორგანიზაციამ არ შეასრულა რესპუბლიკის მიმართ ვალდებულებები სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე 2021-2022 წლებში სიტუაციის გამწვავების დროს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება