ირაკლი კობახიძე - ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაში იყო და შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი - დამტკიცდა, რომ ეს სრული სიცრუე, სიყალბე იყო

ისინი ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაში იყო, შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი - ეს ყალბი კამპანია იყო, რასაც ჩვენ მთელი 2 წლის განმავლობაში ვუყურებდით. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი სრული სიცრუე, სიყალბე იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ, კობახიძის შეფასებით, მისთვის „ეს არის გაუგებარი“.

„ჩვენ ორი წელი გვატყუებდნენ, ისინი ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაში იყო. შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი. ეს ყალბი კამპანია იყო, რასაც ჩვენ მთელი 2 წლის განმავლობაში ვუყურებდით. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი სრული სიცრუე, სიყალბე იყო. ამ ფონზე, როდესაც კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ა.შ. ეს არის რბილად, რომ ვთქვათ გაუგებარი. მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. მე შეიძლება მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც მაგალითად რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას 2 წლის წინ, მაგრამ ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს