პრემიერი - ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს - ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, თუ ნებისმიერ სხვა დამნაშავეს

პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა. ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, თუ ნებისმიერ სხვა დამნაშავეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ბრალდებული, ყოფილი მაღალჩინოსნების ევროპაში გადაადგილების შესახებ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებული არიან უმძიმეს დანაშაულებში.

„შეგახსენებთ, ესენი არიან უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდადებული პირები, ეს არ არის მარტივი დანაშაულები, საქმე გვაქვს ბიზნესის რეკეტთან, მკვლელობის დაფარვასთან, პატიმრების წამებასთან, ეს არ არის უბრალოდ დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული. მითუმეტეს, შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ეს ადამიანი დღესაც ეჭვმიტანილია უმძიმეს დანაშაულებში ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. როდესაც ამ ფონზე, ასეთი ადამიანები თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სერიოზული კითხვები ჩნდება", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მთავრობას მიმართული აქვს თუ არა შესაბამისი უწყებისთვის დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, კობახიძე პასუხობს, რომ მიმართვები პროკურატურას აქვს წარდგენილი.

„მე ვერავის მივმართავ, მაგრამ როგორც ვიცი, პროკურატურას აქვს შესაბამისი მიმართვები წარდგენილი. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება