დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან - მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება

უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა რუსეთთან და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს.

როგორც არახამია ამბობს, საქართველოს პრორუსი ხელისუფლება „ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით“ გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ "ნორმალიზაციაზე", მაშინ ამის გეგმა არსებობს: გაათავისუფლეთ ციხიდან და დააბრუნეთ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხი ითხოვს, შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში - მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება”, - წერს არახამია „ტელეგრამ“ არხზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს