ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვინდა პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება

ზურაბ აბაშიძემ 12 წლის თავზე თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიღებული ჰქონდა იქამდე, სანამ მე დავინიშნებოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, შესაბამისად, ჩემს დანიშვნასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა - ჩვენ გვინდა პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მთავრობის მეთაურის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნისა და მისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობის შენარჩუნების პარალელურად, აქვს კონკრეტული ამოცანები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს და სწორედ ამას ეხება ის მითითებები, რომლებიც გიორგი ქაჯაიას მიმართ შეიძლება ყოფილიყო მიცემული.

„რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის საქმიანობას, ის 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობები და მე მას მადლობა გადავუხადე საჯაროდაც და პირადადაც ამ საქმიანობისთვის. მან 12 წლის თავზე თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მას მიღებული ჰქონდა იქამდე, სანამ მე დავინიშნებოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, შესაბამისად, ჩემს დანიშვნასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას.ახლა კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმ 12- წლიანი საქმიანობისთვის, რომელიც მან განახორციელა.

რაც შეეხება ამოცანებს, ისინი რჩება იგივე. თქვენ იცით როგორია ურთიერთობების რეჟიმი, ამ რეჟიმის ფარგლებში ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და გვაქვს კონკრეტული ამოცანები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამას ეხება ის მითითებები, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო მიცემული.

ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, ამ პოლიტიკის მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დაცვა და ეკონომიკური კუთხით გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები, ამოცანები, ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საუბარი, რომელიც შედგა ჩემსა და გიორგი ქაჯაიას შორის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს