მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა - ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულებისას მინისტრმა აღნიშნა, პრემიერისგან მიიღო ინსტრუქცია, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს სამედიცინო საზოგადოების და დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობით. ამასთან, განმარტა, რომ მაქსიმალური გახსნილობა მთავარი მახასიათებელი იქნება.

პრემიერის, ირაკლი კობაძის თქმით, მინისტრის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო კომპეტენცია და კეთილსინდისიერება.

“დღეს, სამინისტროში, თანამშრომლებს წარვუდგინე მიხეილ სარჯველაძე. კიდევ ერთხელ

ვისაუბრე კრიტერიუმებზე, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გვქონდა ფართო, ინდივიდუალური კონსულტაციები, სანამ არჩევანი შეჩერდებოდა მიხეილ სარჯველაძეზე. მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვისარგებლეთ, არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება, რაც განსაკუთრებულად გამოარჩევს მიხეილ სარჯველაძეს. ვფიქრობ, საუკეთესო მინისტრი იქნება, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვება იმ საქმეს, რაც დაკავშირებულია სამინისტროს საქმიანობასთან”, - აღნიშნა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება