ლევან ხაბეიშვილი - 2012 წელს თუ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლებოდა 39 ლარად და 50 თეთრად, ადამიანებს დღეს უწევთ 62 ლარის გადახდა - რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება?

2012 წელს თუ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლებოდა 39 ლარად და 50 თეთრად, ადამიანებს დღეს უწევთ 62 ლარის გადახდა. ხალხს აქვს მარტივი შეკითხვა - რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და რატომ იხდიან ადამიანები საწვავში იმაზე უფრო მეტს, ვიდრე იხდიდნენ ოდესმე?- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველომდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ამ თანხას აორმაგებენ“.

„20 ლიტრში რომ 62 ლარს გადაიხდით, ზუსტად იმავე 20 ლიტრის შეძენა შესაძლებელი იყო 39 ლარად და 50 თეთრად 2012 წელს და რომ არ თქვან, 2012 წელს რატომ ადარებენო, მარტივი რამე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - საქართველომდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს (დღევანდელი ფასით მსოფლიო ბირჟაზე), მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ფაქტობრივად, ამ თანხას აორმაგებენ, ამიტომ შეკითხვა გვაქვს და უნდა უპასუხონ ხალხს - რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და მათ შორის ადამიანები რომ ასხამენ საწვავს, ბენზინი იქნება თუ დიზელი, რატომ იხდიან უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე იხდიდნენ?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს