თეონა აქუბარდია - „ვეტინგი“ არც ოპოზიციის აკვიატებაა და არც არასამთავრობო სექტორის, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

„ვეტინგი“ არც ოპოზიციის აკვიატებაა და არც არასამთავრობო სექტორის, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება „კლანს” იცავს და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

„ამ მოცემულობაში საოცარია, როდესაც უზენაესი სასამართლო აკეთებს ამ განცხადებას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ მთელი ეს ბრძოლა „კლანის“ დასაცავად ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. როდესაც ამხელა ანტიდასავლური პროპაგანდა ისმის „ქართული ოცნების" მხრიდან, ლამის სუვერენიტეტში ჩარევა დააბრალეს ევროკავშირს და ევროკომისიას ამ რეკომენდაციიდან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სასამართლოში „კლანი“ ძლიერია და „ქართული ოცნების“ მხრიდან გარანტირებულია იმ მოსამართლეების ხელშეუხებლობა, რომლის სავარაუდო კორუფციული გზით გამდიდრების შესაძლებლობა არსებობს. ამ საკითხზე საზოგადოებაში ღია კითხვები არსებობს", - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის - ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება