ჯაბა სამუშია ზამთრის უნივერსიადა 2024-ის გამარჯვებულებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ს გოგონათა ფრენბურთის გუნდის წევრებსა და მწვრთნელს შეხვდა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ-ს გოგონებმა ბაკურიანში გამართულ ზამთრის უნივერსიადა 2024-ის ტურნირში მონაწილე 5 უნივერსიტეტის გუნდები დაამარცხეს და პირველი ადგილი მოიპოვეს.

რექტორმა თსუ-ს ფრენბურთელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებით წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შემდგომ სპორტულ განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ს სტუდენტები სწავლასთან ერთად, სპორტით არიან დაკავებულები და ამით ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევიან.“

შეხვედრაზე თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა კესანე ხმიადაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ლიზიკო არუსიამ, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტმა თინათინ ყაზარაშვილმა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ლიზი დიასამიძემ, მწვრთნელმა თემურ ჭაბუკიანმა ბაკურიანში გამართულ ტურნირზე, ამ ტურნირისთვის მზადებაზე ისაუბრეს.

„ამაყები ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ვიასპარეზეთ და გავიმარჯვეთ. ინტენსიურად ვემზადებით კლასიკური და ქვიშის ფრენბურთისთვის, გვაქვს სპეციფიკური ვარჯიშები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კვლავ ვასახელოთ თსუ“, - განაცხადა თსუ ფრენბურთელმა თინათინ ყაზარაშვილმა.

თსუ-ს ინფორმაციით, ზამთრის უნივერსიადა 2024-ში საქართველოში აკრედიტებული 16 უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წლევანდელ ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენები და გუნდები, მათ შორის, ფრენბურთელები მონაწილეობას მიიღებენ 2025 წელს იტალიაში, ტორინოში მსოფლიოს ზამთრის უნივერსიადაში.

მათივე განმარტებით, ზამთრის უნივერსიადა 2013 წლიდან ტარდება, ის საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება