ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას „ახალთან“ კოორდინაციასა და კონსულტაციებს გეგმავს

„გირჩი- მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან, რომლებმაც გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ დააფუძნეს, კოორდინაციასა და კონსულტაციებს აპირებს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია ჰქონდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„ნიკა გვარამიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვგულისხმობ „გირჩი მეტი-თავისუფლებას“ და „დროას“, ჩვენი კამპანიით დავკავდებით, ისინიც თავისი კამპანიით, მაგრამ მომავალში კოორდინაციას და ერთმანეთთან კონსულტაციებს ვაპირებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან. მათი გაერთიანების სახელწოდება იქნება "ახალი", ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს