FT - ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას ივლისში გადასაცეს

ევროკავშირი, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესუსტების ფონზე, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან 2-3 მილიარდი ევროს კიევში გადარიცხვას ივლისში აპირებს, - ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების კონფისკაცია მოამზადა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის მოგების კონფისკაცია მოხდება. პირველი ტრანში კიევში ივლისში გაიგზავნება, თუ ევროკავშირის ყველა ქვეყანა მხარს დაუჭერს ამ წინადადებას.

ევროკომისიის წინადადების პროექტის მიხედვით, რომლის შინაარსიც Financial Times-თვის გახდა ცნობილი, ბრიუსელს ბელგიის Euroclear-ში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული წმინდა მოგების 97%-ის გამოყენებისა და მათი ევროკავშირის ბიუჯეტში გადატანის იმედი აქვს. შემდეგ თანხის გადახდა კვარტალურად ან წელიწადში ორჯერ მოხდება, და, შესაძლოა, სხვადასხვა შეთანხმების შესაბამისად უკრაინის ინტერესებისთვის გამოიყენონ.

ცნობისათვის, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან, დღემდე Euroclear-მა, დაახლოებით, 190 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს