ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული 2023 წელი საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა და შედეგად საშუალო სიდიდის აეროპორტების კატეგორიაში ვართ

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) იანვრის რეიტინგში ევროპის 450 აეროპორტს შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მესამე ადგილზე მოხვდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, 2023 წლის მილიონ 700 ათასამდე მგზავრით დახურვამ და მკვეთრმა ზრდამ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტიდან, საშუალო სიდიდის აეროპორტების კატეგორიაში გადანაცვლება გამოიწვია.

,, ACI-ს განახლებული კლასიფიკაციით, საშუალო ზომის აეროპორტებს მიეკუთვნება მსოფლიოს ყველა აეროპორტი, რომელიც წლიურად 1-დან 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. საუბარია ევროპის 450 საშუალო სიდიდის აეროპორტზე. ქუთაისის აეროპორტში 2023 წელს თითქმის მილიონ 700 ათასამდე მგზავრმა ჩვენი აეროპორტის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ACI-ის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91 %-ით გაიზარდა და ევროპის აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა. საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო