ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ონკოპაციენტებს ხვდებიან

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ონკოპაციენტებს და „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრებს ხვდებიან, რომლებიც მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას ითხოვენ.

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს.

ონკოპაციენტები განმარტავენ, რომ სამკურნალოდ გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტი არასაკმარისია.

“მოტანილი გვქონდა წერილი მიხეილ სარჯველაძის სახელზე, გვინდოდა პირველივე დღიდან სცოდნოდა, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. ჩვენ გვინდა მინისტრი შეგვხვდეს, რათა გავაცნოთ ყველა ის ხარვეზი და პრობლემა, რას ჩვენს სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმება. პაციენტებს არსებული ლიმიტები ამოეწურათ, დარჩენილი აქვთ გადასხმები, რომელსაც საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებენ. მოუწევთ თავი დაანებონ მკურნალობას. მოვითხოვთ, ეს ლიმიტი გაუქმდეს, პაციენტების უმეტესობას უკვე ამოეწურა ეს ლიმიტები. საკუთარი სახსრებით ვერ აგრძელებენ მკურნალობას. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, ონკოპაციენტების სამკურნალო წამლების დეფიციტი აღმოიფხვრას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები იყოს ქვეყანაში. დიაგნოსტიკა და კვლევებიც აუცილებლად უნდა ფინანსდებოდეს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ 5 ადამიანს შეგვხვდებიან”, - აღნიშნა ორგანიზაციის წევრმა გვანცა აფხაიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა