რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქში შეჭრა სცადეს

უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი იუწყება.

„დილიდან იბომბება გლუშკოვსკის რაიონის ტეტკინოს დასახლება. იყო გარღვევის მცდელობა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მხრიდან, იყო სროლა, მაგრამ შეჭრა არ მომხდარა“, - განაცხადა რომან სტაროვოიტმა.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მასიური თავდასხმა სცადეს.

უწყების ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 25 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 11 - კურსკის ოლქის თავზე, 7 -ბელგოროდის ოლქში, ორ-ორ მოსკოვისა და ორიოლის და თითო-თითო ლენინგრადის, ბრიანსკისა და ტულას ოლქებში.

გარდა ამისა, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ქსტოვოს ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელ დანადგარს დრონით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დღეს დილით, ბელგოროდის ოლქში „ვამპირის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 8 რაკეტა „ტოჩკა-უ“-ს ერთი რაკეტა ჩამოაგდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება