მამუკა მდინარაძე - სინამდვილეში საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე, კრიმინალია გვარამია, კრიმინალია მელია - ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ერქვა

სინამდვილეში საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე, კრიმინალია გვარამია, კრიმინალია მელია - ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ერქვა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.

მდინარაძის შეფასებით, „ნაცი“ ყოველთვის „ნაცი“ იქნება და მათი „განნაცება“ იმის გამო, რომ ისინი გადანაცვლდებიან ერთმანეთში, ვერასდროს მოხდება“.

„აღიარება რაში სჭირდება გვარამიას? ჩვენ არ ვიცით გვარამიას აღიარების გარეშე სასამართლო, მედია დახურული რომ იყო, ადამიანებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. სინამდვილეში საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე, კრიმინალია გვარამია, კრიმინალია მელია. ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ერქვა. მათ ახლა ჰგონიათ, რომ ისინი შეეცდებიან, „ნაცმოძრაობის“ იმ ელექტორატის გარეთ ე.წ. შუაშისტურ 20%-ში ხმებს კიდევ მოიპოვებენ. წარმოუდგენელია.

„ნაცი“ ყოველთვის „ნაცი“ იქნება და მათი „განნაცება“ იმის გამო, რომ ისინი გადანაცვლდებიან ერთმანეთში, ვერასდროს მოხდება, გამორიცხული ამბავია. ისინი არიან წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული „ნაცები“ და ასეთებად დარჩებიან. ახლა, როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და ერთმანეთში იბოდიალონ, ვერაფერს ვერ მოახერხებენ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და მოვლენებს სწორად აფასებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს