კახა კალაძე - ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია - ძალიან ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით

ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერონ და ჰკითხონ, რა არის მისი ოცნება, ყველა იტყვის, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც დღეს ოკუპირებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძემ უპასუხა კითხვას, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაიას დანიშვნასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, ის ამ ადამიანს არ იცნობს.

„მე არ ვიცნობ აღნიშნულ პიროვნებას, გამიჭირდება შეფასებების გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთთან ფრენების აღდგენას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა და კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა ის, რომ ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ეხება იგივე სანქციების მიერთება-არმიერთების საკითხს, იგივე ფრენების აღდგენა-არაღდგენას და ა.შ." - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად ეფექტური იყო ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის ურთიერთობის ფორმატი და რა უნდა გააკეთოს ახლა ქაჯაიამ ისეთი, რაც ვერ გააკეთა მისმა წინამორბედმა აბაშიძემ, კალაძე ამბობს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.

„ვერ გეტყვით, ეს ძალიან რთული პროცესია. იცით, რომ რუსეთთან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ტერიტორიების გარკვეული ნაწილი მათ მიერ ოკუპირებულია. თუმცა, ძალიან ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით. პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი და დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ხელისუფლების, ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერონ და ჰკითხონ, რა არის მისი ოცნება, ყველა იტყვის, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც დღეს ოკუპირებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია