„კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე - მიხეილ სარჯველაძემ 10-დღიანი ვადა ითხოვა, რათა ონკოპაციენტების პრობლემებს დეტალურად გაეცნოს

„კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრის, გვანცა აფხაიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ონკოპაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტები, რომელზეც დეფიციტი იყო.

ამასთან, როგორც მან განმარტა, მიხეილ სარჯველაძემ 10-დღიანი ვადა ითხოვა იმისთვის, რათა ონკოპაციენტების პრობლემებს დეტალურად გაეცნოს.

“ჩვენ გვითხრეს, რომ მედიკამენტები უკვე შემოდის, ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ის სამკურნალო მედიკამენტები, რომელზეც დეფიციტი იყო. 25 ათას ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეცდება ყველანაირად მოაგვაროს ეს საკითხი. ვინაიდან დღეს დაინიშნა, არ ჰქონდა ინფორმაცია რიგ საკითხებზე, ჩვენგან გაიგო ბევრი ხარვეზის შესახებ. იმედი გვაქვს, გამოასწორებს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, დაგვპირდა, რომ გაგვაცნობს პრობლემის გადაჭრის გზებს”, - აღნიშნა აფხაიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ონკოპაციენტებს და „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრებს

შეხვდნენ, რომლებიც მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვდნენ.

ონკოპაციენტების თქმით, სამკურნალოდ გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტი არასაკმარისია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი