ევროკავშირი - ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი, შესაძლოა, რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდეს, ძალიან შემაშფოთებელია - ევროკავშირი მზადაა, სწრაფად უპასუხოს

ევროკავშირის ლიდერები მზად არიან უპასუხონ ირანის ქმედებებს ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით იმ ცნობების ფონზე, რომ თეირანი რუსეთს, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მომავალი კვირის სამიტის დასკვნების პროექტშია აღნიშნული.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს მესამე მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის მატერიალური მხარდაჭერა. ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი, შესაძლოა, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ბალისტიკურ რაკეტებსა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას გადასცემდეს, ძალიან შემაშფოთებელია. ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს სწრაფად და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულად, მათ შორის, ირანის წინააღმდეგ ახალი და მნიშვნელოვანი ზომების გატარებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დასკვნებში ასევე ნათქვამია, რომ ლიდერები მოუწოდებენ უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკომისიას, მოამზადონ დამატებითი სანქციები ბელარუსის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის წინააღმდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს