„ინტერ ლოჯისტიკსი“ - გადაზიდვებზე მოთხოვნა გაიზარდა როგორც შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან, ასევე ევროპის მიმართულებით

ქართული ლოგისტიკური კომპანია Inter Logistics-ი ბაზარზე უკვე 12 წელია ოპერირებს, რა პერიოდშიც სერვისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მომსახურება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

კომპანიას როგორც დიდ პროექტებზე მუშაობის, ისე სახიფათო და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვის მდიდარი გამოცდილება აქვს. ის ახორციელებს პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რა სიახლეებს ნერგავს Inter Logistics-ი („ინტერ ლოჯისტიკსი“) 2024 წელს და რა ვითარებაა გადაზიდვების ბაზარზე ამის შესახებ კომპანიის დირექტორი თამარ ხუციშვილი საუბრობს:

საინტერესოა, რა მთავარ მიღწევებზე შეგიძლიათ საუბარი სერვისების გაუმჯობესების კუთხით?

თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ დაძლია ისეთი გამოწვევა, როგორიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და პოსტპანდემიური კრიზისი იყო. ამასთან, დანერგა სიახლეები, რაც მომხმარებელს სერვისს კიდევ უფრო უმარტივებს.

დამკვეთს მოთხოვნის შესაბამისად ვთავაზობთ ლოგისტიკურ და საბაჟო მომსახურების სრულ სპექტრს, საჭიროებიდან გამომდინარე ვასრულებთ სრულ ლოგისტიკურ და საბაჟო სერვისებს, ტვირთის დასაწყობებას, დოკუმენტების მოწესრიგებას და ა. შ.

„ინტერ ლოჯისტიკსი“ გეგმავს ბაზარზე ცნობადობის გაზრდას, პრიორიტეტულად მივიჩნევთ მკაფიო კომუნიკაციას, გამჭვირვალობას და საიმედოობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მომხმარებლები ინფორმირებულნი არიან მიწოდების პროცესის ყველა ეტაპზე.

როგორ დაიწყო კომპანიამ 2024 წელი, როგორია მოთხოვნა ტვირთების გადაზიდვაზე? ამასთან, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა და რომელი ქვეყნებიდან?

„ინტერ ლოჯისტიკმა“ 2024 წელი ახალი გამოწვევებით დაიწყო. გარდა სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვებისა, დაგვემატა საკონტეინერო გადაზიდვის სერვისი ევროპიდან.

მოთხოვნა გაიზარდა როგორც შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან, ასევე ევროპის მიმართულებით.

იმის ფონზე, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, საინტერესოა, იზრდება თუ არა აღნიშნული ქვეყნიდან გადაზიდვები? როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით როგორი ტენდენცია იქნება სამომავლოდ?

დიახ, საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა გადაზიდვებზე. მიუხედავდ იმისა რომ წითელ ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო სატრანზიტო პერიოდი და ასევე, ტრანსპორტირების ღირებულება საკმაოდ გაიზარდა, ჩინეთი არ კარგავს აქტუალობას და ბაზარზე აღნიშნული მიმართულება ისევ მოთხოვნადი რჩება.

როგორია როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების ფასი ბაზარზე და რამდენად კონკურენტულია თქვენი შეთავაზება?

გამომდინარე იქიდან, რომ „ინტერ ლოჯისტიკსმა“ ახალ პარტნიორებთან გააფორმა ხელშეკრულება, ტრანსპორტირების სერვისი გახდა უფრო მოქნილი, ხოლო ფასები - კიდევ უფრო კონკურენტული.

თქვენი პროგნოზით, უნდა ველოდოთ თუ არა გადაზიდვებზე ფასების ზრდას ან შემცირებას სამომავლოდ?

წინასწარ ფასების განსაზღვრა სამწუხაროდ შეუძლებელია, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საწვავის ღირებულებაზე.

(R)

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის