გუბერნატორი - ბელგოროდში დრონი მერიის შენობას შეეჯახა, არიან დაშავებულები

უკრაინული დრონი რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მერიის შენობას შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი, - ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

„ბელგოროდში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა”, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი ინფორმაციით, დრონი შენობის შესასვლელ შეეჯახა. ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ფასადი.

ცნობისთვის, დილით ბელგოროდის ოლქში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა.

გლადკოვის ინფორმაციით, შებეკინოს დაბომბვისას სამი ადამიანი დაშავდა, ბელგოროდის რაიონზე თავდასხმის დროს კი კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება